კახა კალაძე: ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება
04-05-2015, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება. – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

 
“არავინ დავობს, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა სოციალური ფონი, ძალიან უჭირთ ადამიანებს. ძალიან დამძიმდა ბევრი ადამიანის ცხოვრება, რადგან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და ამის დაფარვა უწევს გაუფასურებული ლარის პირობებში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა პროცესებით განპირობებული. იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?! დღეს, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან იქნებოდა მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები. არსებობს პრობლემა და გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   შაკო
      
იმისათვის, რომ პრობლემას გაუმკლავდე, ჯერ უნდა მიხვდე როგორ შეიძლება მისი გამოსწორება
6 მაი 2015 06:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი