საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტების მოსამზადებლად „კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე“ შეთანხმდნენ
31-10-2017, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო - ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა.

 


„გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პირადად ესტონეთის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ადვოკატირებისათვის და საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი კალიულაიდი, ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აქტიურად აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ესტონეთს საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას.

 


შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ კონტექსტში 2018 წელს ნატო-ს სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური პროგრესის დემონსტრირებისათვის.

 


მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ 2018 წელს ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კონკრეტული ნაბიჯების კოორდინაციის თაობაზე.

 


საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ამჟამად საქართველო ჩართულია სამშვიდობო სხვადასხვა მისიებში.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს მაღალი დონის შეხვედრებს, რადგან ეს აშკარად აჩვენებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესისადმი ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი