როგორც აღმოჩნდა, ბევრ ადამიანს ვიცნობ თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, ხელმძღვანელობაში, დანარჩენზე კი, მომავალ კვირას ვისაუბრებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა დღეს, თავდაცვის უწყებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
"მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო ერთი მხრივ, ვემსახურო ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო. ეს დაცულობა და უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, სიძლიერეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრს შევძლებ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმ ასევე აღნიშნა, რომ იქნება შემთხვევები როდესაც მას საზოგადოება სამხედრო ფორმაში იხილავს.
“როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო, განსაკუთრებით ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფერზე ვმუშაობდით. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიწყო _ თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გაყოფის _ ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. მე ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეალურად გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.