კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა
31-10-2017, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება.

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. შესაბამისად, რეფორმები, კონკრეტული პროექტების განხორციელების განმავლობაში   ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, თანამშროლობასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

დარგის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და გადაწყვეტილებების დროული მიღება სისტემის უზრუნველყოფის წინაპირობაა.

 

 

„ვგეგმავთ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, რათა სამუშაო პროცესი არ შენელდეს. არსებობს ანგარიში, რომელშიც კონკრეტული ხედვებია ასახული და რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.

 

 

შეხვედრას, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართა, მერობის გამარჯვებული კანდიდატის გუნდის წევრები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს არჩეული წევრები ბექა დავითულიანი და შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი