ავსტრალიის სენატის პრეზიდენტმა, სტივენ პერიმ, მას შემდეგ რაც დაადასტურა, რომ იგი დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა, განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პერიმ აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ იგი მისი სტატუსიდან გამომდინარე შეცდომით იქნა არჩეული პოსტზე.
პარასკევს, ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის თანახმად, ხუთი პოლიტიკოსი უკანონოდ იყო არჩეული, რადგან მათ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ.
პერიმ ბრიტანეთის მოქალაქეობა მამამისისაგნ მემკვიდრეობით მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.