საქართველოში სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა გმირთა მოედანზე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ესტონეთის პრეზიდენტი გმირთა მემორიალზე ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, დავით რაქვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.