ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს. ადიგენის გამგეობის ცნობით, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 118 442 ლარია გამოყოფილი.
„პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი, გარე ფასადიდან ჩამოყრილია ნალესები, არსებული კარ–ფანჯარა მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრით შეიცვალა, დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ მოინახულა", აღნიშნულია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.