ყირიმის ФСБ-ს განყოფილებამ სისხლის სამართლის სამი საქმე აღძრა გაზსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებების ფაქტზე, მიანიჭა რა მათ დივერსიის კვალიფიკაცია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ФСБ-ს პრეს-სამსახურში.
უფრო ადრე, ოთხშაბათს, ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმში, ალუშტის რაიონის სოფელ ვინოგრადნოეში საშუალო წნევის გაზსადენის დაზიანებას ჰქონდა ადგილი და საგამოძიებო ორგანოები აფეთქების ვერსიაზე მუშაობენ. ამის გარდა, მოხდა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, სოფელ ზაპრუდნოეში კიდევ ერთი საშუალო წნევის გაზსადენის დაზიანება მოხდა. სამართადამცველები აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.