საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის „ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა".
როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართული მხარე ქარდავას საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებით, სამართლებრივ ნაბიჯებს განაგრძობს.
„ძალიან კარგი თანამშრომლობ შედგა ამჯერად ქართულ და უკრაინულ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის, ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემებს შორის და მთავარი პროკურატურა საქართველოსი აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს იმისათვის, რომ უკრაინულმა მხარემ ექსტრადიციის პროცესი წარმატებით წაიყვანოს და ჩვენ შევძლოთ მართლმსაჯულების განხორციელება ქარდავას საქმეზე", განაცხდა თეა წულუკიანმა.
ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა 1 ნოემბერს დააკავეს. ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.