თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სატვირთო ავტომობილი ხიდს გამოედო , რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
“რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.
მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.