ქ. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არჩეულმა მერმა, გოჩა ქაჯაიამ, მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და შეკრებილ საზოგადოებას 2017 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, გამგებელი წელიწადში ერთხელ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ამომრჩეველს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
ხობის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას გამგებელმა დეტალურად გააცნო შესრულებული სამუშაოები, ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ასევე ტურიზმის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურისა და კვების მენიუს გაუმჯობესებას.
„გამგებელმა აღნიშნა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და ყველა იმ სოციალურ-კულტურული ღონისძიების განხორციელება და ხელშეწყობა, რაც გააუმჯობესებს ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
მუნიციპალიტეტის სახელით, გოჩა ქაჯაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა სამსახურს, თითოეულ მოსამსახურეს, გამგებლის თითოეულ წარმომადგენელს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთელს შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტის წევრებს ხობის მუნიციპალიტეტიდან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნესმენს, მეწარმეს და თითოეულ რიგით მოქალაქეს, თანადგომისათვის, გამოხატული ნდობისა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმეებში აქტიური ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გამოუცხადა“, აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.