როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
„ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის პროცედურა და ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი გაწერილი კანონით. აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები განცხადება გაავრცელა, დანარჩენი არის პროცედურის საკითხი. არ მგონია, რომ თანამდებობის პირებს შეუძლიათ რაიმე ტიპის განცხადებები აკეთონ ამ თემაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ ჩვენც და მეორე მხარეც", განაცხადა თეა წულუკიანმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს.
„შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს", აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით კი, „ნომებრის თვეში, მერაბიშვილს უდო-ს პერიოდი დაუდგა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.