ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს.
განცხადება ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილის ადვოკატმა, „ევროპული საქართველოს წევრმა", ოთარ კახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი ვანო მერაბიშვილის მიმართ, მაშინ ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.
„ახლახანს მივიღეთ წერილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან. მათ გვაცნობეს, რომ 28 ნოემბერს ა.წ. 11:30 საათზე საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საჯაროდ გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ".... ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს და ეს არის პირველი საქმე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოლება დეკლარირებული პოლიტიკური პატიმარი", განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.