უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„ის, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ. მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, განაცხადა კახა კალაძემ.
ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა 1 ნოემბერს დააკავეს. ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.