ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანელი ხალხის მთავარი მტერი უწოდა, როგორც ეს მის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ამერიკა წარმოადგენს უმთავრეს მტერს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, განაცხადა ხამენეიმ სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკან დახევა აძლევს მას ძალას და ხდის მათ თავხედებს. ამის გათვალისწინებით, ერთადერთ გზას წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს“, ხაზი გაუსვა მან, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ხამენეიმ გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისლამური რევოლუციის გამარჯვებისთანავე, თეირანათან მიმართებაში მტრული დამოკიდებულება დაიკავა, ახლა კი ისწრაფვიან, რომ ზიანი მიაყენონ ბირთვულ შეთანხმებას.
წინა დღით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თეირანში გამართულ შეხვედრაზე, მან აშშ-ის იზოლირების წინადადება წარმოადგინა - დოლარზე უარის თქმით და მისი ეროვნული ვალუტებით ჩანაცვლებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ოპერაციებში.
ხამენეიმ რუსეთის ლიდერს „ძლიერი პიროვნება“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.