მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, მთავრობის ეს შემადგენლობაც დროებითი უნდა იყოს
04-05-2015, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, თუ სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდსაც შეეხებოდა, რადგან მოსახლეობა მათი მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.


,,სამთავრობო ცვლილებებზე ლაპარაკის დაწყებისთანავე სახელისუფლებო კაბინეტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია ჟონავდა. ლაპარაკი იყო, რომ იცვლებოდა არა ორი მინისტრი, არამედ რამდენიმე, მათ შორის ეკონომიკური გუნდის წევრებიც, აქცენტი კეთდებოდა განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრის შეცვლაზე. აშკარაა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გათვალისწინებაზე ხელისუფლებაში ფიქრობდნენ“,- აცხადებს არეშიძე.


ექსპერტის შეფასებით, ამ ნაბიჯის გადადგმა სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რადგან მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებისა ეკონომიკურ წარმატებებზე, საზოგადოებაში ამის ნაკლებად სჯერათ.


ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ თუ არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, გამორიცხული არაა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეს.


მისი თქმით, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა გამორიცხული.



,,ვფიქრობ, მთავრობის ეს შემადგენლობაც დროებითი უნდა იყოს. ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისი მწიფდება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ვშიშობ, პოლიტიკურ კრიზისამდე არ მივიდეთ. შედეგად, არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში დადგეს რიგგარეშე არჩევნები.


უამრავი პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისა და ზრუნვის ნაცვლად დაკავებული ვართ პოლიტიკანობითა და შიდაპარტიული დაპირისპირებებით“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი