თუ პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, მოვლენების ამდაგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, „ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ".
„არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ", განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.