მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. არ იზრდება პენსია, სოციალური დახმარება, არ იმატებს დევნილების დახმარება, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ბიუჯეტს „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს.
„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დააზარალა ფაროსანამ იმიტომ, რომ არ არის ჩადებული ფაროსანას კომპენსაცია. ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული გადასახადების დაწევა", აცხადებს ბაქრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.