პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რაც საერთაშორისო არენაზე ბევრ კითხვას ბადებს. როგორც ვანო მაჭავარიანი ამბობს, ღარიბაშვილს გუნდი ჩამოეშალა.
“ზუსტად ეს, ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობა არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებში ზოგადად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ცხადია, რომ ეს არის მმართველობითი კრიზისი. ისიც ძალიან ნათელია, რომ მინისტრები მიმოიფანტნენ, მთელი რიგი მინისტრები არც აპირებდნენ წასვლას, იძულებული შეიქმნენ რომ წასულიყვნენ. ღარიბაშვილს თავისთავად აქვს პრობლემა, იმიტომ რომ გუნდი ჩამოეშალა,” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.