დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს
03-11-2017, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს, განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მისი თქმით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. მიმდინარე წლის 10 თვეში უკვე გადალახულია იგივე ნიშნული და ვიზიტორების რაოდენობა 6.4 მილიონს შეადგენს.

 


„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქვა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Check-in Georgia. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, სადაც განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანიები....

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტი არა მხოლოდ ჩამოვიყვანოდ საქართველოში, არამედ ასევე განვავითაროდ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა სტუმარი მარტივად მივიდეს ტურისტულ დანიშნულებებამდე. ამ მიზნით დაგეგმიალია და მიმდინარეობს უმნიშნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ქუთაისის აეროპორტი კი გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ჰაბად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი