საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს, ჰარი ილან ლაუფერს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც აქტიურად ვითარდება, ასევე - საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.
პრემიერ მინისტრმა რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების, ტურისტების რიცხვის მზარდი დინამიკისა და მთის კურორტების პოტენციალის შესახებ.
ჰარი ილან ლაუფერმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო რუმინელ ინვესტორებს გააცნოს. მხარეებმა განიხილეს 2018 წელს რუმინეთსა და საქართველოში ერთობლივი ბიზნესფორუმების გამართვისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივა, ასევე - ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი დერეფნის როლსა და ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის პორტების დამაკავშირებელი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზეც ისაუბრეს.
რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაა სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა დაა გიორგი კვირიკაშვილს რუმინეთის პრემიერ მინისტრის მოკითხვა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.