კვირა საღამოს მოსკოვის დიდი თეატრიდან, ანონიმური ზარის გამო, დაახლოებით 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა, 2 800 ადამიანი კი სავაჭრო ცენტრ ГУМ-იდან და კიდევ 2 000-ზე მეტი სასტუმრო „მეტროპოლიდან“ გაიყვანეს.
კვირას, ასევე მოსკოვის კინოთეატრ „ფაკელი“-დან და სავაჭრო ცენტრ „დუბროვკა“-დან ჯამში, ათასობით ადამიანს შეეხო ევაკუაცია.
დაახლოებით 2 500 ადამიანი გაიყვანეს სავაჭრო ცენტრებიდან - „ტაგანსკი პასაჟიდან“, „არკადიადან“ და „გუდზონიდან“.
ანონიმური ზარები ასევე სავაჭრო ცენტრებში, „გალერეა ატლანტიკში“, „დისკონტში“, „ატრიუმსა“ და „ევროპეისკიში“ „ნაღმის“ არსებობის შესახებ იტყობინებოდა. აღნიშნული შენობებიდან დაახლოებით 11 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, წერს „რია ნოვოსტი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.