„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება! – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანიგაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.
„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება! თინა ხიდაშელთან არანაირი პიროვნული პრობლემა არ მაქვს, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის შეუფერებელია. დღეს მე-12 საუკუნე და თამარ მეფის ეპოქა არ არის. სხვა გარემო პირობებსა და რეგიონში ვცხოვრობთ, თავდაცვის მინისტრი პროფესიონალი სამხედრო უნდა იყოს, ბრძოლის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. ნუთუ საქართველოში პროფესიონალი თავდაცვის მინიტრის კანდიდატები გამოილია?! სამინისტროში ისედაც არ არის აწყობილი საქმე. ახლა კი, ქართული ჯარი სავარაუდოდ დაიშლება, რადგან ბევრი ოფიცერი ქალის ბრძანებებს არ შეეგუება. ვიცი მებრძოლი ქართველი კაცის ბუნება!“ – აცხადებს თენგიზ კიტოვანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.