პრეზიდენტი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო
06-11-2017, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დუშეთში, ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო, რომელზეც ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

 


ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, ახლა კი, რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია.

 


ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

 


ქართველმა ძალოსანმა საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

 


გიორგი მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი