თბილისში, აბაშვილის N3-ში არსებულ სამხედრო ქალაქს კიდევ ერთი ახალაშენებული კორპუსი შეემატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბინა დღეს, 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.
ლევან იზორიამ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმო ვითარებაში ბავშვებთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც ახალი მობინადრეების მიერ ბინების გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ბინის გასაღები პირველ ახალ მობინადრეს პირადად გადასცა და საცხოვრებელი ფართი მასთან ერთად დაათვალიერა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 242 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს შორის 26 სამხედრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216 - ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.
უწყების ინფორმაციით, კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. საცხოვრებელი ფართით უკვე 1286 პირი დაკმაყოფილდა. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, კიდევ 714 პირთან აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.