"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლის გაზაფხულზე მას თავდაცვის სამინისტროში, ღამის 01:00 საათზე, სოხუმამდე მისვლის გეგმა გააცნეს.
მისივე თქმით, სამინისტროში გამართულ თათბირს გენერალური შტაბის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა და ამ ფაქტს არა ერთი მოწმე ოფიცერი ჰყავს.
2008 წლის აპრილში აფხაზეთის მიმართულებით საომარი მოქმედებების დაწყების გეგმაზე ბურჯანაძემ "ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ისაუბრა.
ბურჯანაძე ასეთი გადაწყვეტილების მოწმეთა შორის ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ტყეშელაშვილს, ლომაიას, ვაშაძეს და კეზერაშვილს ასახელებს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ის და ბეჟუაშვილი ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, გიგა ბოკერია კი, "ბოლო ხმაზე აღფთოვანებული გაყვიროდა: "კარტა ბელე გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო".
"ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დაიწყეს".
http://topnews.mediamall.ge/?id=88323
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.