საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.
ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი.
ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის", აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.