ვლადიმერ პუტინი „როსგვარდიას“ რუსეთის რეგიონების უმაღლესი ოფიციალური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავალებს
06-11-2017, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარმოადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც „როსგვარდიას“ ფედერაციის სუბიექტების უმაღლესი ოფიციალური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალება. შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმის ელექტრონულ ბაზაშია გამოქვეყნებული.

 

 

როგორც კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ჩანაწერშია აღნიშნული, უწყება რეგიონების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელების დაცვას მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე განახორციელებს, ხოლო სხვა პასუხისმგებელი პირების დაცვას, როგორც წესი, ხელშეკრულების საფუძველზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 


თანხები, რომელსაც ეროვნული გვარდია აღნიშნული მომსახურებების გასაწევად მიიღებს, ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ფედერალურ ბიუჯეტში იქნება სრულად აკუმულირებული.

 


კანონპროექტის განხილვის საკითხებში პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად „როსგვარდიის“ დირექტორის მოადგილე, ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი, სერგეი ლებედევი დაინიშნა.

 


ფედერალური კანონი მისი გამოქვეყნებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა შევიდეს ძალაში.

 


„როსგვარდია“ რუსეთის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანების საფუძველზეა შექმნილი და მის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფები და „ომონი“ შედის. რუსული ეროვნული გვარდია, ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აწარმოებს, ასევე იცავს მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს, სპეცტვირთებს; აკონტროლებს კერძო დაცვის საქმიანობას და იარაღის მოძრაობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი