თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების გაუქმებასა და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვდა.
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს, ამ მიზნით იგი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. შედეგების მიხედვით, თიანეთის მერის არჩევნებში ერთი ხმით თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.