პოეტ დათო მაღრაძის განცხადებით, ექს-პრემიერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლი ბიძინა ივანიშვილი იმდენად ფართო თვალსაწიერის მქონე კაცია, რომ მისი აზროვნება იერარქიის გამო, ჩარჩოებში არ უნდა მოექცეს და შეიზღუდოს.
მაღრაძის განცხადებითვე, ამ მდგომარეობაში ივანიშვილს ქვეყნისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე მაშინ, როდესაც ყოველდღიურ სამსახურეობრივ რუტინაში იქნება ჩამული.
ამის შესახებ პოეტმა გაზეთ „ასავალ - დასავალთან“ საუბრისას განცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მისი აზრით, ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს.
„მერწმუნეთ, რამდენადაც მე მას ვიცნობ, ბიძინა ივანიშვილს ამ მდგომარეობაში მყოფს ქვეყნისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე მაშინ, როცა ის ვალდებული იქნება დილით ადრე სამსახურში გამოცხადდეს, თათბირები ჩაატაროს და ა.შ. ივანიშვილისთანა კაცი ხელისუფლებისთვის ცოდოა - მისი აზროვნებისა და მოქმედების მასშტაბები ყოველგვარი ჩარჩოებისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.