შეიარაღებული მამაკაცები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ადგილობრივ სატელევიზიო სადგურს დაესხნენ თავს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს, იუწყება ამ წუთებში BBC.
თვითმხილველების განცხადებით, „Shamshad TV“-ის შენობაში შესვლისას თავდამსხმელებმა ყუმბარები ისროლეს და ცეცხლი გახსნეს.
როგორც შენობიდან გამოქცეულმა ერთ-ერთმა რეპორტიორმა BBC-ის განუცხადა, თავდამსხმელები ახლაც ტელევიზიის შენობაში იმყოფებიან და იქ სროლების ხმა ჯერ კიდევ ისმის.
ვარაუდობენ, რომ შენობის შიგნით ტელევიზიის 100-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.