კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდა „საჭიროა“
07-11-2017, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ის მიესალმება ახალ რეგულაციებს და მიაჩნია, რომ ჯარიმის გაზრდა აუცილებელია.

 

 

„საჭიროა. ჩვენ ძალიან ბევრ მიმართულებაზე მოგვიწევს მუშაობა. საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი. ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა, მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, ვარ ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში. საჭირო პლატფორმას ჩვენ შევქმნით. სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, თუნდაც სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთულად გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია“, განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც დღეს ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

 

მისი თქმით, თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება და ახალგაზრდების მიერ მოიხატება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი