თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის თქმით, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება არ ხდება, რაც მისივე განცხადებით, დასრულდება.
„ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", აღნიშნა კალაძემ, რომლის თქმითაც, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს და კონკრეტულ ხედვებზეც ისაუბრებს.
„უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება. ეს დასრულდება. კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს“, განაცხადა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
კალაძე უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მიესალმება ახალ რეგულაციებს და მიაჩნია, რომ ჯარიმის გაზრდა აუცილებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.