„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გიორგი ონიანთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება - წერტილი. გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს.
სოლიდარობა მას და მის ოჯახს", წერს უგულავა „ფეისბუქის" პირად გვერდზე და იქვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
მელიას კომენტარს - გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა, უგულავა „დაბოღმილი ბრიყვის ღაღადს" უწოდებს.
„მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!
პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა", წერს გიგი უგულავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.