შსს-მ არასრულწლოვანისა და მისი მამისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
07-11-2017, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ვ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. აღნიშნულის შესახებ შეიტყო ნ.ვ.-მ, მივიდა არასრულწლოვანთან და თანხა გამოართვა.

 

 

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა მომხდარის თაობაზე მამას აცნობა. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ნ.ვ. არასრულწლოვნის მამას დაუკავშირდა და მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

 

 

სამართალდამცველებმა ნ.ვ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

 

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი ნაწილით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი