ადვოკატ გიორგი ონიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ონიანის დაკავება „ავადმყოფური საქციელია.“
„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება, მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ 4-ვე წარდგენილ ბრალში სცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.