„შესრულდა 10 წელი 7 ნოემბრის საზარელი ტრაგედიიდან. ამ რბევა-დანაშაულის ორგანიზატორი მაშინდელ ხელმძღვანელებთან ერთად, გახლდათ იმ რეჟიმის სპონსორი და დღევანდელი დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი", აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ნათელაშვილმა საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ ზეწოლა, რომელიც მასსა და მის ოჯახზე განხორციელდა, ივანიშვილის მოთხონით მოხდა.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით განხორციელდა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ძებნაში გამოცხადება, დევნა, ოჯახის აწიოკება, ამ ოფისის დარბევა. მან ამაზეც მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. მზად ვარ, პროკურატურის ორგანოებს ჩვენება მივცე", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.