საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა.
ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სამშაბათს რადას შენობასთან სააკაშვილის ორგანიზებით მიტინგი დაიწყო, რომელშიც რუსული სააგენტოს ცნობით, დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობს. პროტესტანტები დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.
„თუკი ისინი [ხელისუფლება] განაგრძობენ ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას... მაშინ გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცედურა. დაე, ხალხმა ეს გააკეთოს“, განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტთან გამართულ მიტინგზე, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ რას წარმოადგენს ეს პროცედურა, წერს სააგენტო.
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, 12 ნოემბერს კიევში, მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბონ და ორგანიზება გაუწიონ მარშს მოთხოვნით, მიიღონ კანონები ანტი-კორუფციულ სასამრთლოსა და იმპიჩმენტზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსვლელობაში მეუღლესა და ვაჟთან ერთად აპირებს მონაწილეობას.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება შესაძლებელია მაშინ, თუკი მან სახელმწიფო ღალატი ან სხვა მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.