საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალურ ვიზიტად ეწვია
08-11-2017, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალურ ვიზიტად ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდჟეი დუდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბელვედერის სასახლეში მეგობრულ სადილზე უმასპინძლებს, შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

 


„ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით და ქართველი და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ.

 


საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ბეატა შიდლოს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუხჩინსკის, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

 


9 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.

 


გიორგი მარგველაშვილი დაბა პიასეჩნოში "ქართულ სახლს" - პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლმუზეუმს ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.

 


საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი", აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი