საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე.
მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები იმართება სათაურით, „ილია - ჩვენი თანამედროვე". ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის არსს და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში.
კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.