„ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა მას შემდეგ, რაც შუა ფრენის დროს გაშმაგებულმა ცოლმა აღმოაჩინა, რომ მის ქმარს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა.
„ყატარის ავიახაზების“ ავიალაინერი დოჰადან ბალიზე მიფრინავდა, როცა ის იძულებული გახდა საჰაერო სივრცეში განვითარებული დრამის გამო გეზი ჩენაისკენ შეეცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მისი მძინარე ქმრის ტელეფონი მისივე თითით განბლოკა და აღმოაჩინა სამხილები, რომ მეუღლე ატყუებდა მას, იტყობინება the Times of India.
ირანელი ქალბატონი, რომელიც ინდონეზიაში მის ქმართან და თავიანთ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიემგზავრებოდა, გავრცელებული ცნობით, ალკოჰოლურ სასმელს იღებდა და ურჩი და აშვებული გახდა, როცა ეკიპაჟის წევრები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, წერს ბრიტანული „მირორი“.
მფრინავმა მიიღო გადაწყვეტილება ავიალაინერი ინდოეთის ჩენაის მიმართულებით გადაემისამართებინა და იქ ავარიული დაშვება განეხორციელებინა, სადაც ოჯახი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, რის შემდეგაც ავიალაინერმა განაგრძო ფრენა ბალისაკენ.
წყვილი და მათი ბავშვი მოგვიანებით კუალა ლუმპურში გადაფრინდნენ, საიდანაც ისინი თვითმფრინავით უკან, დოჰაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.