ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია „არის საკითხი, რომელზეც ფართო მსჯელობაა საჭირო".
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მართლაც კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რომ არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება", განაცხადა სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მისი თქმით, „გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ.
ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა მოამზადა.
საკანონმდებლო ორგანო კანონოპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.