საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიების დაფინანსების წესი რეფორმას საჭიროებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კუთხით, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
„სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით, 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში, ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები”, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.