პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ექს-პრემიერსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქ“-ეს დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე მართებს.
მისი თქმით, იმ საკითხებში, რომლებითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა, 100%-ით მართალიც რომ იყოს, ხალხთან ყველაფერზე შეწინააღდეგება და კამათი არ შეიძლება, რადგან ეს მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„არ შეიძლება ყველაფერზე ეკამათო ადამიანებს. როდესაც მოსახლეობა ბევრი რამითაა უკმაყოფილო, შენ კი არაფერში ეთანხმები, ეს საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. „ნაციონალებმაც“ კი ისწავლეს საზოგადოებასთან ლაპარაკი. მიდი რა ხალხს ყური დაუგდე! მათი მოსაზრების 90 პროცენტი გაიმეორე, დაეთანხმე და იქვე უთხარი, ეს ამიტომ და ამიტომ არ ვარგაო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ავტორიტეტს გაფრთხილება სჭირდება, რისი ნათელი მაგალითიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც იმიჯს არ გაუფრთხილდა და ადეკვატური პასუხიც მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.