ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
08-11-2017, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარსდგება.

 


მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი