მე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძე მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
„ძალიან მძიმე ასატანი და მოსათმენია, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ბანერები იყო გამოკრული მოღალატე გასამართლდესო. მოღალატე ვინ არის ბურჯანაძე თუ სააკაშვილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის მთავარი არ არის ვინ რა იარლიყს მომაწებებს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის არაკომფორტულია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სწორ პოლიტიკას წარვმართავთ. ჩვენ თუ რეალურად გვინდა ძლიერი დემოკრატიული საქართველო, პირველ რიგში კლიშებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცოდეს, რომ საქართველოში, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება, ვინც არ ცრუობს, ამბობს სიმართლეს, ვისაც ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში რუსული ჩექმა არ იყოს", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა რუსეთის მთავარი არხის თოქშოუში „60 წუთი“.
„მე არ მაინტერესებს სად რას იფიქრებენ ჩემზე. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანას გავუჩინო შანსი, რათა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთი და ოსეთი დავუბრუნო ქართველებს“, აცხადებს ბურჯანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.