საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მინდა, ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები კვლავ რჩება, რომელიც ეტაპობრივ გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ და ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად შევძლებთ, რომ მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი იყოს“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც მდინარაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში - უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში.
საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა. ამას ეს ახალი კვლევაც მოწმობს“, აღნიშნა მდინარაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა
გამართეს.
შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.