სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არჩეულმა მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან და შესყიდვების განყოფილების უფროს ირაკლი სულავასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღის სამშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
სამტრედიის გამგეობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი დასრულების ფაზაშია და უახლოეს ხანში ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაგა-ბაღი იქნება. აღნიშნული სამუშაოები კი ადგილობირივი ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარით დაფინანსდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე რესპუბლიკის ქუჩაზე, ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსის შიდა სარემონტო სამუშაოები და ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.