პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მინდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან. მარტვილში არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც იმედი მაქვს, გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ“, მიმართა მერობის კანდიდატმა ადგილობრივ ამომრჩეველს, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.