შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერთს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელსაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს მოეწერა ხელი.
„2016 წლის დეკემბერში ჩვენ შვედეთის სამეფოში წარვგზავნეთ პოლიციის ატაშე, რომელიც უზრუნველყოფს შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას. შვედეთის ჩათვლით, საქართველოს უკვე წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები 13 პარტნიორ ქვეყანაში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც თუ ვიმსჯელებთ, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ დიდი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით“, განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ბიორნ სოდერთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შვედეთის სამეფოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.